logo
ENG



COVID 19 - გამოვლინდა 479 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 19 ადამიანი, ჩატარდა 12 700 ტესტი

31 იან 202111:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ჩატარდა 12 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 777 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 923 PCR ტესტით. 

გარდაიცვალა კიდევ 19 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 178 პირი ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელდა 491 ადამიანი.  ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 249  028-მდე.

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან - 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 258 111-ია. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 28, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 879, საიდანაც: 2 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -    1 309, აჭარაში - 199, იმერეთში - 506. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 573 პირი, მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში - 49, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში- 2, იმერეთში - 14. 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 2 898 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 545 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 223, ხოლო აჭარაში - 126.

სულ  6 ოქტომბრიდან - 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 22 201 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 212 პირი, აჭარაში - 854, იმერეთში - 1 612


close დახურვა